ვის შეუმცირდება 2024 წლიდან ელექტროენერგიის ტარიფი?
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი სამი თეთრით შემცირდა.
მომდევნო სამი წლის განმავლობაში ელექტროენერგიის ტარიფი სემეკ-მა დაამტკიცა. ტარიფი დაიკლებს ყველა კატეგორიის მომხმარებლისთვის, ასევე კომერციული აბონენტებისთვისაც.
შესაბამისად, 0-დან 101 კილოვატის ჩათვლით, დენის ტარიფი იქნება 15 თეთრი; 101-დან 301 კილოვატამდე მომხმარებლებისთვის – 19 თეთრი; აბონენტებისთვის, რომლებიც 301 კილოვატზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ტარიფი 23.5 თეთრი იქნება.
ელექტროენერგიაზე შემცირებული ტარიფი 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.