საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ღამით, 03:40 საათზე, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
ბიძგების სიმძლავრემ 4 მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი თბილისიდან 54კმ-ში, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელი გუგუთში მდებარეობდა.