საზოგადოება
ევროპული პერსპექტივიდან კანდიდატის სტატუსამდე - რა გზას გადის საქართველო?
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ევროკომისიამ საქართველოს ცხრა პრიორიტეტული დათქმა განუსაზღვრა, რომლის შესრულების გარეშეც ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკებები ვერ გაიხსნება. აღნიშნული პირობების შესასრულებლად საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, სამოქალაქო ორგანიზაციები თვლიან, რომ ამ პროცესმა ხარვეზებით ჩაიარა. რას აძლევს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება და რა დათქმები გვაქვს შესასრულებელი ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად?

ევროპული საბჭოს მიერ, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, ცხრა რეკომენდაცია და რეფორმა 2023-2024 წლებში განახორციელოს. სამოქალაქო სექტორში ამბობენ, რომ გეგმის შემუშავების და დამტკიცების პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციები არ ყოფილან ჩართულნი, არადა ეს პირობა ევროკომისიის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამის გარდა, არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ დოკუმენტის შინაარსი არასრულყოფილია.

„გვესმის, რომ სამოქმედო გეგმა ვერ იქნება სრულად დეტალიზებული და დაწვრილებით ვერ განსაზღვრავს თითოეული მიმართულებით დაგეგმილ ყველა ნაბიჯს. თუმცა, ამავდროულად, ის უნდა ქმნიდეს კონკრეტულ ჩარჩოებსა და მოლოდინებს როგორც პროცესზე, ისე შინაარსზე. სამწუხაროდ, ამ კუთხით სამოქმედო გეგმის დოკუმენტი საკმაოდ ზოგადია და არ შეიცავს არსებულ თუ სამიზნე ინდიკატორებს და შინაარსობრივად სრულყოფილად არ ეხმიანება ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ რეკომენდაციებს“, - წერია ათი არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში. სამოქალაქო სექტორში მიიჩნევენ, რომ კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ხელისუფლებამ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციები უნდა გამართლოს, როგორც ეს მეცხრე დათქმაშია აღნიშნული.

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მისი პოლიტიკა/მიდგომები გულისხმობდეს თანამონაწილეობას, დიალოგსა და ღიაობას. ამავდროულად, ხელისუფლებამ უნდა აღიაროს ცალკეული მიმართულებებით არსებული გამოწვევები/პრობლემები და გადადგას რეალური ნაბიჯები მათზე საპასუხოდ ევროკომისიის, ვენეციის კომისიისა და ეუთოს რეკომენდაციების შესაბამისად“.

საქართველოსთვის განსაზღვრული ცხრა პირობიდან ნაწილი არის 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციიდან, ნაწილი კი სრულად ახალია, მათ შორის ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის დაახლოება ევროკავშირთან.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის დრო, როცა ეს ჩანაწერი გაჩნდა რეკომენდაციებში. საარჩევნო წლებში რუსეთი ცდილობს მის ხელში არსებული ყველა საინფორმაციო არხი გამოიყენოს საკუთარი პროპაგანდის საწარმოებლად. გარე გავლენებში უპირველეს ყოვლისა რუსული გავლენა იგულისხმება.

დეზინფორმაცია არის ადამიანების მიზანმიმართული მოტყუება, საზოგადოებრივი აზრით მიზანმიმართული მანიპულაცია დასახული მიზნის მისაღწევად. მოტყუებული საზოგადოება ვერ იღებს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებს. დეზინფორმაცია დემოკრატიული და სამართლიანი საზოგადოებისთვის დიდი პრობლემაა“
- ამბობს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ნინო დანელია. მედიამკვლევარი ფიქრობს, რომ დეზინფორმაციის გავლენის შესასუსტებლად აუცილებელია ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმაციის გადამოწმების უნარი, ასევე დამოუკიდებელი, სანდო და თავისუფალი მედიის გარჩევა მიკერძოებული მედიასაშუალებისგან. ამ პროცესებში მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ენიჭება.

„ძალიან პროფესიული კვლევების მიხედვით დგინდება, რომ ხელისუფლება თავად ქმნის და მონაწილეობს დეზინფორმაციის კამპანიებში. იმისთვის, რომ ჩვენთან ნაკლებად იყოს საზოგადოება ტყუილის მსხვერპლი, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ უარი თქვას დეზინფორმაციის კამპანიებზე და არ გამოიყენოს საკუთარი სტრატეგიული კომუნიკაციების ინსტიტუციები ამისთვის. იმისთვის, რომ სწორად და დროულად შესრულდეს დათქმები, უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. მას აქვს ყველანაირი მექანიზმი, ბერკეტი და უფლება. რაც უფრო მალე გაიაზრებს ამას მთავრობა, მით უფრო უკეთესი იქნება მათთვისაც და ქვეყნისაც“, - ამბობს ნინო დანელია.

ევროკავშირის მიერ გაწერილი ცხრა დათქმიდან ორი პირდაპირ კორუფციასთან არის დაკავშირებული, დეოლიგარქიზაცია და ანტიკორუფციული ბიუროს გაძლიერება. ევროკავშირი მე-7 თავში ითხოვს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს რეფორმისას, საქართველოს ხელისუფლებამ ვენეციის კომისიის დასკვნა გაითვალისწინოს, რომელიც 2023 წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდა. იგი დიდწილად ემთხვევა იმ დოკუმენტს, რომელიც მანამდე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეიმუშავეს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერის ალექსანდრე ქევხიშვილის თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის დასკვნაში ბევრი რეკომენდაციაა, საიდანაც ორი ყველაზე მნიშვნელოვანია.

„პირველი - გამოძიების უფლება უნდა მისცენ ახალ ანტიკორუფციულ ბიუროს, ახლა არ აქვს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა გვაქვს მორიგი გახმაურებული მაღალი დონის სავარაუდო კორუფციის სკანდალი, უწყებას არ შეუძლია გამოძიების დაწყება და არაფერი ხდება ამ მხრივ. მეორე რეკომენდაციაა, რომ უნდა გაიზარდოს ამ ბიუროს დამოუკიდებლობის გარანტიები. ამაში იგულისხმება, რომ როგორც ახლა ნიშნავს საბოლოო ჯამში პრემიერ-მინისტრი ბიუროს უფროსს, ასე არ უნდა იყოს, პარლამენტმა უნდა დანიშნოს ოპოზიციის ჩართულობით და მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი რეალურად დამოუკიდებელი და კვალიფიციური ადამიანი შეირჩეს ამ პოზიციაზე. ვენეციის კომისიამ რომ შეისწავლა რა სისტემაც ახლა გვაქვს, ჩათვალა, რომ ეს არ არის საკმარისი“.

ალექსანდრე ქევხიშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შექმნას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონი, რომელშიც გაწერილი იქნება ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები რომ შესრულდეს, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაა საჭირო. ამ რეფორმის გატარება დაახლოებით, სამ თვეშია შესაძლებელი.

„მოლოდინის რეჟიმში ვართ, წესით უკვე უნდა დაიწყოს პარლამენტში პროცესები. უნდა გავიგოთ რას გეგმავენ, იწერება თუ არა კანონპროექტი, ეძახიან თუ არა შესაბამის ექსპერტებს, არასამთავრობოებს კომენტარისთვის, ეს პროცესი უნდა დაიწყოს, ჯერჯერობით არაფერი ისმის“, - გვითხრა ალექსანდრე ქევხიშვილმა.



ევროკავშირის ცხრა დათქმა

  1. ევროკავშირისა და მისი ფასეულობების საწინააღმდეგო დეზინფორმაციასთან, გარე საინფორმაციო მანიპულაციებსა და ჩარევასთან ბრძოლა;

  2. ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს დაახლოების გაუმჯობესება; 

  3. პოლიტიკური პოლარიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა - მათ შორის პარლამენტში ოპოზიციურ პარტიებთან უფრო მეტად ინკლუზიურად მუშაობის გზით, განსაკუთრებით საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაზე;

  4. თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა - განსაკუთრებით 2024 წელს - და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

  5. საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუციების, განსაკუთრებით, საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების კომისიის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;

  6. ჰოლისტიკური და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმის ჩათვლით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად განხორციელებისა და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფის გზით;

  7. ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულება ინკლუზიური პროცესის გზით. კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საქმეების გამოძიების ძლიერი გამოცდილების შექმნა; 

  8. დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

  9. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის მიღებითა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების გასამართლება. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების წარმოება და თანამშრომლობა, რაც მათ საშუალებას მისცემს არსებითად ჩაერთონ საკანონმდებლო და პოლიტიკის შემუშავების პროცესებში და მათი თავისუფალი მუშაობის უზრუნველყოფა.

დათქმებიდან ერთ-ერთი მთავარი პირობა თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფაა. აქედან გამომდინარე, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო პერიოდი იქნება გადამწყვეტი, ჩათვლის თუ არა ევროკომისია მე-4 პუნქტს შესრულებულად.

„არჩევნები უნდა ჩატარდეს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. ამაში მოიაზრება, რომ ძალადობისგან თავისუფალი გარემო უნდა იყოს და ყველა სუბიექტს საარჩევნო პროცესის წარმართვის თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდეს. ამომრჩეველსაც თავისუფალ გარემოში უნდა ჩამოუყალიბდეს ნება, რომელ სუბიექტს დაუჭერს მხარს. ჩვენ ვხედავთ, რომ როცა მმართველი პარტიის რეიტინგი იკლებს, შემდეგ ძალმომრეობრივ პოლიტიკაზე გადადიან, აგიტაცია დაცლილია საგნობრივი, შინაარსობრივი მსჯელობისგან, არადა რეალურად ამის მოთხოვნა არის, ამომრჩეველს აქვს სურვილი დაინახოს პოლიტიკური პროგრამები რამდენად დატვირთულია ხედვებით. მნიშვნელოვანია, დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ თავისუფლად დააკვირდნენ პროცესს. მანამდე არაერთი ფაქტი იყო, როცა ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე დეზინფორმაციის და სიძულვილის ენის შემცველი არაერთი აზრი გავრცელდა. ხელისუფლება ამ პრინციპებს უნდა მიჰყვეს“, - აცხადებს ირმა პავლიაშვილი, „ღია სივრცე - კავკასიის" ხელმძღვანელი. მისი თქმით, არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები დამოუკიდებელი და ნეიტრალური იყოს. ასევე, ევროკომისიის ამ დათქმის შესასრულებლად, მნიშვნელოვანია სასამართლოს როლი, რომელიც საარჩევნო დავებს საბოლოო ინსტანციის ფარგლებში განიხილავს. ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციას სერიოზული მომზადება სჭირდება, რადგან წელს არჩევნები ელექტრონულად ტარდება.

„ელექტრონულ არჩევნებთან ბმაშია ის ხარვეზები, რომლებიც იკვეთება საარჩევნო სიებში, საბოლოოდ უნდა მოხდეს ამ სიების დაზუსტება. ეუთოსაც ჰქონდა რეკომენდაცია ამაზე, რომ საყოველთაო რეფორმა განხორციელდეს საარჩევნო მიმართულებით, მოხდეს იმ საკითხების გამოვლენა, რომლებიც ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ბარიერის დაწევა. არაერთი არგუმენტი იყო, რომ 5%-იანი ბარიერი მაღალია და უფრო მეტად წარმომადგენლობითი და მრავალფეროვანი რომ იყოს პარლამენტი, მნიშვნელოვანია მეტი პარტია მოხვდეს მანდატების განაწილებაში. მეტი ძალისხმევა უნდა ყოფილიყო, რომ ბარიერი დაწეულიყო. ამაზე პოლიტიკურ პარტიებში იყო განსხვავებული მოსაზრებები“, - ამბობს ირმა.


რატომ გვჭირდება ევროკავშირი?

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის ფინანსურ რესურსებთან წვდომასაც ზრდის. ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერი და სავაჭრო პარტნიორია. ის ხელს უწყობს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და რეფორმებს, რისთვისაც ქვეყანას ფინანსურად და ტექნიკურად ეხმარება.

ევროკავშირის ინფორმაციით, 2021-2024 წლებისთვის საქართველოსთვის გამოყოფილმა დაფინანსებამ 340 მლნ. ევროს უნდა მიაღწიოს. პრიორიტეტული სფეროებია ეკონომიკა, ინსტიტუტები, კანონმდებლობა, უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და კლიმატის მდგრადობა, ციფრული გარდაქმნა, გენდერული თანასწორობა და ინკლუზიური საზოგადოება.

ამის გარდა, 2021-2023 წლებში ევროპის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში 62.75 მილიონი ევრო მოგროვდა საქართველოს თავდაცვის ძალების სამედიცინო, საინჟინრო და ლოგისტიკური ერთეულების გასაძლიერებლად.

ევროკავშირი საქართველოს მხარდაჭერას სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ფარგლებშიც აგრძელებს.

აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის 2021 წელს შემუშავებული ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა (EIP) საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობით 2027 წლამდე 17 მილიარდამდე ევროს მობილიზებას ისახავს მიზნად. საქართველოსთვის შემუშავებული EIP-ის ფარგლებში, ევროკავშირმა უკვე მოაგროვა 1.7 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიციები, რომელთაგან 194 მლნ. ევრო გრანტების სახით გაიცა. ეს ინვესტიციები საქართველოს მოსახლეობას შემდეგნაირად ხმარდება:

80 000 მცირე და საშუალო საწარმოს მხარდაჭერა;

შავ ზღვაში წყალქვეშა ოპტიკურბოჭკოვანი კაბელისა და ელექტროკაბელის განთავსება;

ევროკავშირისა და საქართველოს დასაკავშირებლად შავ ზღვაზე რეგულარული საბორნე მიმოსვლის უზრუნველყოფა;

საჯარო და საცხოვრებელი შენობების ენერგოეფექტიანობის გაუმჯობესება;

სოფლებში სწრაფი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება. მაგალითად, ქართლში აშენდა ქარის ელექტროსადგური, რომელიც პირველია კავკასიის რეგიონში და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების შერბილებასა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის წახალისებას.

11 000-ზე მეტი მონაწილე ჩაერთო ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაცვლით პროექტებში განათლების, ტრენინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში, ასევე ERASMUS+ პროგრამის ფარგლებში 2014-2020 წლებში. ევროკავშირმა სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად 2015-2022 წლებში 22.5 მილიონი ევრო გამოყო.


სად არის საქართველო, მოლდოვა, უკრაინა?

საქართველო მოლდოვასა და უკრაინას ერთი ნაბიჯით ჩამორჩება. ისინი უკვე გადავიდნენ გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე, თუმცა გარკვეული დათქმებით - ევროკომისიამ მოლდოვას სამი, უკრაინას კი ოთხი პირობა დაუწესა.

მოლაპარაკებების საწყის ჩარჩოს უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკომისია 2024 წლის გაზაფხულზე წარადგენს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღი სავარაუდოდ, 2024 წლის შემოდგომა იქნება, როცა ევროკავშირი გაფართოების ყოველწლიურ პაკეტს გამოაქვეყნებს. ამ დოკუმენტში მოცემული ანგარიშებით ფასდება კანდიდატი ქვეყნების პროგრესი დათქმების შესრულების შესახებ. თუ საქართველოს ხელისუფლება მისივე სამოქმედო გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს შეასრულებს ცხრავე დათქმას და მას ევროკომისია დადებითად შეაფასებს, რეკომენდაციას მისცემს საბჭოს, რომ გახსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან. ეს ყველაზე რთული და ხანგრძლივი პროცესია. მოლაპარაკებების დროს ქვეყანა ევროკავშირის კანონების და სტანდარტების დასანერგად ემზადება. ყველა საკითხზე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მზაობას გამოთქვამს, რომლის საფუძველზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ერთხმად იღებენ გადაწყვეტილებას და ქვეყანა ევროკავშირის წევრი ხდება.

და მაინც, როდის ექნება შანსი საქართველოს, გახდეს ევროპის დიდი ოჯახის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი წევრი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად 2030 წლისთვის უნდა იყოს მზად. ევროპარლამენტის რეკომენდაციაც არის, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებები 2030 წლამდე დასრულდეს. თუმცა ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა ამ თარიღს გადაჭარბებულად ოპტიმისტურად მიიჩნევს.


Facebook Twitter
აბრეშუმის გზა
ამინდი
ახალციხე 23 °C
img
ახალქალაქი 19 °C
img
ასპინძა 28 °C
img
ადიგენი 19 °C
img
ბორჯომი 24 °C
img
თბილისი 26 °C
img
აბასთუმანი 19 °C
img
ბაკურიანი 17 °C
img
ნინოწმინდა 19 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8440
EUR
EUR
1
2.8713
RUB
RUB
100
2.9096
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6760
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetpark girişbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelabetkombahiscom twittertarafbet giriştarafbet giriştarafbet giriştarafbet girişmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitterparibahiscasibomdeneme bonusu veren sitelercasibombahiscom girişbahiscom twitterstarzbetbetturkeydeneme bonusu veren sitelermarkajtv izleportobetBetnanojojobet hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibom giriş casibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetonwinmarsbahisnakitbahispiabellacasinomeritkingdumanebetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahismeritkingcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahisçanakkale habersigara shopbahsegeltümbet twitterbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbettümbetjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsahabetcasibomsafirbetmariobetsahabetMarsbahis Girişmeritkingbetparkgrandpashabet+18 filmvbetparibahisholiganbetbetebetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyonbets10imajbetgrandpashabetbetkomtürk pornoporno sexporno izlebedava pornomeritkingonwincasibomgrandpashabetMatadorbetultrabetjojobetcasibomgrandbettingklasbahiskalebetPerabetholiganbettarafbetpokerklasyouwinbetpastipobetbetpasbetbooDeneme bonusu veren sitelermatadorbettarafbetmeritkingbetkanyonmarsbahiscasibom7slotsbets10kadiköy travestitarafbetSahabetgrandpashabetjojobetSahabetbetturkeyxslotholiganbetholiganbetThesakultahodeonbetbettiltbaywingoldenbahisinterbahismeritkingmarsbahisCasibompadisahbetkalebetqueenbetbetvolebetasusinterbahisbelugabahislimanbetmarsbahisbahsegelbets10