საზოგადოება
რა დაგიჯდებათ პირადობის შეცვლა ან დამზადება?
საქართველოს მოქალაქე ვალდებულია, 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში პირადობის ელექტრონული მოწმობა აიღოს. კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობის დამზადება შესაძლებელია 14 წლამდე ასაკის პირებზეც. ამის შესახებ ინფორმაცია ვრცლად იუსტიციის სახლის გვერდზეა გამოქვეყნებული.

აღსანიშნავია, რომ პირადობის ელექტრონული მოწმობის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა, 9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.

პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს:

  • იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;
  • სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;
  • საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.
თუ პირადობის მოწმობის დამზადებასთან ერთად გსურთ მისამართზე რეგისტრაცია ან რეგისტრაციის ცვლილება, უნდა მიმართოთ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის იუსტიციის სახლს ან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს.

პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად განმცხადებელი შეიძლება იყოს:

  • სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად;
  • 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანი;
  • არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე) კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მხარდამჭერი ან მზრუნველი), გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;
  • მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო;
  • მხარდაჭერის მიმღები პირი, მხარდამჭერის თანხმობით.
პირადობის ელექტრონული მოწმობის საფასური:

  • მე-10 სამუშაო დღეს - 60 ლარი;
  • მე-5 სამუშაო დღეს - 80 ლარი;
  • მე-3 სამუშაო დღეს - 100 ლარი;
  • 24 საათში - 120 ლარი;
  • იმავე დღეს - 150 ლარი.
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 10 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 9 °C
img
ადიგენი 17 °C
img
ბორჯომი 11 °C
img
თბილისი 14 °C
img
აბასთუმანი 9 °C
img
ბაკურიანი 6 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8978
EUR
EUR
1
2.8837
RUB
RUB
100
2.8914
TRY
TRY
1
0.0829
USD
USD
1
2.6755
კალენდარი
«« მაისი  »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.