უხვ ნალექს ემატება ძლიერი ქარი და ინამქრება გზები - ბესიკ ამირანაშვილი
17:12 / 06.02.2024
უამინდობისა და და ძლიერი ქარბუქის გამო, ახალქალაქი–ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე მანქანების ნაწილი თოვლშია ჩარჩენილი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახალქალაქის მერია მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. რთული ვითარებაა სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში - აცხადებს რეგიონის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი.
,,ადმინისტრაციულ ერთეულებამდე მისასვლელ საავტომობილო გზებზე გადაადგილების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.
დაბალი ხილვადობისა და ძლიერი ქარის გამო სამუშაო პროცესი რთულდება. მოსახლეობას მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ გზებზე გადაადგილებისაგან.
ქალაქში კი, სადაც გადაადგილება თავისუფალია, გთხოვთ, იმოძრავეთ ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილეთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს", – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.