ზვავისა და მეწყერის შედეგად, ქედისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში დაიღუპა 5 ადამიანი, 6-ს ეძებენ
წუხელ ღამით მეწყერი ჩამოწვა იმერეთში, ბაღდათის მუნიციპლიტეტის სოფელ ნერგეთში. მიწის მასაში მოყოლილია 4 სახლი.
შსს-ს მიერ დღეს, 7 თებერვალს დილით გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. 1 გადარჩენილი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ამჟამად კიდევ 5 ადამიანს ეძებენ. მედიის ინფორმაციით, დაკარგულებს შორის არასრულწლოვანებიც არიან. მეწყრის გამომწვევ მიზეზად უხვი ნალექი სახელდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიწის მასისგან ტერიტორიის 70%-ია გასასუფთავებელი.
შსს-ს თანახმად, სტიქიის ზონაში მუშაობენ 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები და კინოლოგთა ჯგუფი. პროცესს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი.