ყვავილები გაძვირდა - რა დაგიჯდებათ ერთი თაიგული
საქართველოში ყვავილისა და თაიგულის ფასი გაიზარდა. მცირე ბიზნესის მფლობელები აღნიშნულს 14 თებერვალს, „ვალენტინობის“ დღეს უკავშირებენ.
გარე სავაჭრო სივრცეებში თითო წითელი, თეთრი, ვარდისფერი და ყვითელი ვარდის ღირებულება 7 ლარს შეადგენს, ერთი ცალი ტიტა - 5 ლარს, ერთი გვირილა - 5 ლარს, ხოლო მიხაკი 3 ლარს. როგორც გარე მოვაჭრეებმა გვითხრეს, ფასი წინა პერიოდთან შედარებით გაზრდილია და 14 თებერვლისთვის ფასი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
რაც შეეხება ონლაინ მაღაზიებს, მცირე ზომის თაიგულის ფასი, რომელშიც 3-4 სახეობის სხვადასხვა ყვავილია გაერთიანებული, 70 ლარიდან 90 ლარამდე მერყეობს. ონლაინ მაღაზიებში ერთი ვარდის ღირებულება საშუალოდ 10 ლარის ფარგლებში მერყეობს.
თაიგულების ფასი „ვოლტსა“ და „გლოვოზე“ განთავსებულ ერთ-ერთ მაღაზიაშიც, სადაც ერთი ვარდის საწყისი ღირებულება 10 ლარია, 5-ტოტიანი ქრიზანთემების თაიგული - 75 ლარი, 25-ცალიანი ვარდის თაიგულის ფასი - 235 ლარი, ხოლო 85-ცალიანი ვარდის თაიგულის ღირებულება 760 ლარს შეადგენს. ამასთანავე, თუ სასაჩუქრე ბარათსაც დაამატებთ, დამატებით 2 ლარის გადახდა მოგიწევთ.