ახალციხის მუნიციპალიტეტს, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი 18 ახალი სამგზავრო ავტობუსი ჰყავს. ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებლებს შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტით. EURO 5-ი სტანდარტის შესაბამისი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
„ეს უმნიშვნელოვანესი სიახლეა მუნიციპალიტეტისათვის, რომელიც საარჩევნო დაპირება იყო და ჩვენი გუნდის ერთობლივი ძალისხმევით და მხარდაჭერით შესრულდა. ვფიქრობთ, ამ მიმართულებით წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მთლიანად მოგვარდება და მოქალაქეები უახლოეს ხანში სწრაფად და კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ, როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში“ -განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა.
პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენას და შემდგომ განვითარებას, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსური რესურსით განხორციელდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 38 მუნიციპალიტეტისთვის „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსები იქნა შეძენილი. ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალურ ტრანსპორტს“ თორნიკე ხმალაძე ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ავტობუსების ნაწილი სავარაუდოდ მარტიდან დაიწყებს მუშაობას.
2024 წლის დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისთვის 2 650 200 ლარია გამოყოფილი,მათ შორის ა(ა)იპ–ის ფუნქციონირებისთვის 604 000 ლარია გათვალისწინებული, ხოლო 2 046 000 ლარი კი ავტობუსების მრავალწლიანი შესყიდვისთვის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.