სამცხე - ჯავახეთში დენი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 თებერვალს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში მაჯადია, ორჯა, კოჩიო, თოთხამი, დილისკა და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფელბში ვარხანი, აბასთუმანი, ქვემო ენთელი, შოლავერი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომში მესხეთის და პარკის ქუჩებზე, აგრეთვე ლიკანში;
12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევში;
13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალციხეში სადგურის და აღმაშენებლის ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.