რიკოთი დროებით იკეტება
რიკოთის გვირაბი დროებით იკეტება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
,,საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) 2024 წლის 12 მარტის 02:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, დაგეგმილია გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოები. რის გამოც, აღნიშნულ პერიოდში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ132-კმ200 (სურამის კვანძი-ზესტაფონი) მონაკვეთზე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად, გვირაბის დასავლეთის მიმართულებაზე მორიგეობით. ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ცალხმრივ რეჟიმში გადაადგილებას და საავტომობილო ნაკადების რეგულირებას უზრუნველყოფს შპს „არალი“” – ნათქვამია გავრცლებეულ განცხადებაში.