საზოგადოება
12 თვიანი გაცვლითი პროგრამები გერმანიაში
ევროპის სოლიდარობის კორპუსის გრძელვადიანი მოხალისეობრივი პროექტი გერმანიაში ხორციელდება. პროექტი 2024 წლის 31 აგვისტოს დაიწყება და 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ძირითადი თემატიკა აქტიური მოქალაქეობა, ახალგაზრდების ჩართულობა და ადგილობრივი თემის განვითარება გახლავთ.
პროექტზე სრულადაა დაფინანსებული მგზავრობის, საცხოვრებლის, ჯანმრთელობის დაზღვევის, კვებისა და ჯიბის ფულის ხარჯები. პროექტში მონაწილეობისთვის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.
პროექტზე განაცხადის შესატანად გააგზავნეთ CV ინგლისურ ან გერმანულ ენაზე და შევსებული სააპლიკაციო ფორმა სურათთან ერთად მისამართზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
განაცხადის მიღების საბოლოო ვადა 20 მარტია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
გააზიარეთ :