საზოგადოება
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ზვავში მოყევით
ზვავი არის თოვლის მასა, რომელიც მოძრაობს მთის ფერდობზე წამში 20–30 მეტრამდე სიჩქარით. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მიწისძვრით, ყინულის დნობით, ხანგრძლივი თოვლით ან ადამიანების უყურადღებო ქმედებებით. ზვავში გადარჩენისთვის, უნდა დაიცვათ რამდენიმე მნიშვნელოვანი წესი.
ხშირად ზვავის მსხვერპლნი არიან ისინი, ვინც თვითონ გამოიწვია ის დაუდევარი მოძრაობით. თუ გრძნობთ, რომ თოვლი დნება თქვენს ქვემოთ, სცადეთ გადახტეთ ფერდობზე, რათა თავიდან აიცილოთ ნაკადის შუაგულში მოყოლა. თუმცა ეს ტექნიკა მხოლოდ მაშინ გამოგადგებათ, თუ ზვავი თქვენს ფეხებქვეშ წარმოიქმნება და არა ზემოდან მომდინარე ნაკადზე.
ზვავში ადამიანების უმეტესობა ასფიქსიით იღუპება. ისინი ფაქტობრივად იხრჩობიან თოვლში, რადგან ის მათ სასუნთქ გზებს კეტავს და ზოგჯერ პირდაპირ მათ ფილტვებში გადადის. დაიცავით პირი და ცხვირი ხელთათმანით ან შარფით, რათა თოვლი არ მოხვდეს.
როგორ მოვიქცეთ ზვავსაშიშ ზონაში ყოფნისას:
• ყურადღება მიაქციეთ ამინდის ცვლილებას;
• მთაში წასვლისას, უნდა იცოდეთ თქვენი მგზავრობის რაიონში ზვავის შესაძლო ჩამოწოლის ადგილები;
• თავი აარიდეთ ადგილებს, სადაც არსებობს ზვავის ჩამოწოლის საშიშროება;
• ზვავის ჩამოწოლის ყველაზე საშიში პერიოდი გაზაფხულისა და ზაფხულის ნათელი დღეა, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.
როგორ ვიმოქმედოთ ზვავის ჩამოწოლის დროს:
• სასწრაფოდ უნდა დატოვოთ სახიფათო ადგილი და გადახვიდეთ უსაფრთხო ადგილას ან მოეფაროთ კლდის შვერილს;
• თუ ზვავს ვერ გაექეცით, განთავისუფლდით ბარგისაგან, მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა, თავით ზვავის მოძრაობის მიმართულებით;
• შეეცადეთ, მჭიდროდ შეკრული ხელებით მიიკრათ მუხლები მუცელზე (მიიღოთ გუნდას ფორმა).
ზარალის დიაგრამა
როგორ ვიმოქმედოთ ზვავში მოყოლის დროს:
• სასუნთქი ორგანოების დაცვის მიზნით სახეზე აიფარეთ ხელთათმანები, შარფი, საყელო;
• ეცადეთ დარჩეთ ზვავის ზედაპირზე და ხელების მოძრაობით გადაადგილდეთ ზვავის კიდისაკენ;
• ზვავის გაჩერების შემდეგ ეცადეთ სახისა და მკერდის ირგვლივ თავისუფალი სივრცე შექმნათ, რაც გაგიადვილებთ სუნთქვას;
• შეეცადეთ გაარკვიოთ თუ სად არის მიწის ზედაპირი და იმოძრავეთ ზევით;
• გაუფრთხილდით ძალ-ღონეს, ჟანგბადს და სითბოს. ეცადეთ არ დაიძინოთ;
• არ იყვიროთ, თოვლი თქვენს ხმას მთლიანად ახშობს;
• გახსოვდეთ, რომ თქვენ გეძებენ.
ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში გამოიჩინეთ თავშეკავება და არ აჰყვეთ პანიკას!!!
გააზიარეთ :