საზოგადოება
ახალქალაქში კიდევ 40 კამერა დამონტაჟდება
ახალი სამეთვალყურეო კამერები არა მარტო ახალქალაქში, არამედ სოფლებშიც დამონტაჟდება.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად 24 070 ლარად 40 სათვალთვალო კამერის შეძენა-დამონტაჟებაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერი 21430 ლარის ოდენობით შპს "ქართულმა სისტემურმა ტექნიკურმა ჯგუფმა" მოიგო.
მაგრამ, ახალქალაქის მერიის ინფორმაციით, ეს კომპანია ტექნიკური პრობლემების გამო დისკვალიფიცირებული იყო.
,,ტექნიკურ პარამეტრებში იყო შეცდომები. ტენდერი შეჩერებულია. მათ გაასაჩივრეს დისკვალიფიკაცია, რის გამოც პროცესი შეჩერდა", – ამბობს jnews.ge-სთან როზა იორდანიანი, ახალქალაქის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი.
შესყიდვისა და მონტაჟის ტენდერი 8 აპრილს გამოცხადდა და 16 აპრილს დასრულდა. კამერები უნდა დამონტაჟდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 კალენდარული დღის განმავლობაში.
36 სამეთვალყურეო კამერა საკუთარი კვების წყაროებით, ფართო კაბელით და მეხსიერების ბარათებით, 12 თვიანი საგარანტიო ვადით, უნდა დამონტაჟდეს შემდეგ ადგილებში.
გააზიარეთ :