საზოგადოება
ახალციხის სასაფლაოს მიმართულებით ავტობუსები უფასოდ ივლის
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 6 მაისს, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, რაბათის სასაფლაოს მიმართულებით მოქალაქეებს მუნიციპალური ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება.
09:00 საათიდან- 15:00 საათამდე, ყოველ ერთ საათში ავტობუსები შემდეგი მიმართულებით იმოძრავებენ:
- 9 აპრილის ქუჩა - რაბათის სასაფლაო
- რუსთაველის ქუჩა - რაბათის სასაფლაო
- ზარზმელის ქუჩა - რაბათის სასაფლაო
- ასპინძის ქუჩა- რაბათის სასაფლაო
- კოსტავას ქუჩა, ე.წ. ხუთსართულიანები - რაბათის სასაფლაო
- მესხეთის ქუჩა- რაბათის სასაფლაო
- თამარაშვილის ქუჩა, ბაზრის მიმდებარე ტერიტორია - რაბათის სასაფლაო
- რაბათის უბანი - რაბათის სასაფლაო
გააზიარეთ :