ახალციხესა და ახალქალაქში 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართება
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიება. სამცხე-ჯავახეთში ზეიმი ახალციხესა და ახალქალაქში გაიმართება.
ახალქალაქში საზეიმო ღონისძიებას ადგილობრივებთან ერთას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაესწრება. საზეიმო ღონისძიებები ახალქალაქში, ცენტრალურ მოედანზე, 14:00 სთ-ზე დაიწყება და 19:00 სთ-ზე ჯგუფი ფრანი დაასრულებს.
დღის განმავლობაში დაგეგმილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კვების სივრცე; ასევე საბავშვო გასართობი სივრცეები და გაკვეთილები: ზღაპრის გმირების, ოჩოების და არლეკინების გასართობი პროგრამა, შეჯიბრი გიგანტური ბურთებით, კალიგრაფია, სახის მოხატვა; მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა; ანიმაციური საცეკვაო თამაში; საპნის ბუშტების შოუ და ადგგილობრივი და საესტრადო ანსამბლების კონცერტი.
რაც შეეხება ახალციხეს, გრაფიკი ასეთია:
ახალციხეში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმომადგენლები დაესწრებიან. ღონისძიება ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართება.
ახალციხეში დამთვალიერებლებს შეუძლიათ იხილონ სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საბავშვო გასართობი პროგრამა: თამაშები, სამახსოვრო სუვენირების დამზადება, მუსიკოსებისა და კოსტიუმირებული მსახიობების საზეიმო მსვლელობა, კულინარიის კუთხე. ღონისძიებას დაასრულებს მუსიკალური ჯგუფის "ოჩოს ქოხის" კონცერტი.