ნიჯგორში, მოტეხილმა ხემ გზაზე მოძრაობა გადაკეტა
ფოტო: ციცი დიასამიძე
უამინდობამ პრობლემები შექმნა სამცხე-ჯავახეთში. ასპინძის სოფელ ნიჯგორში ხე მოტყდა და ცენტრალური საავტომობილო გზა გადაკეტა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ადგილობრივების თქმით, შესაძლოა ტრაგედიაც მომხდარიყო.
,,გზაზე პირდაპირ ჩვენს თვალწინ მოტყდა, მანქანამ გამოიარა და ხეც მოწყდა ადგილიდან. კიდევ კარგი გამოასწრო მანქანამ, ბოლო დღეების განმავლობაში სულ წვიმს, წამიტომ, არა მგონია ქარის ბრალი იყოს" - ამბობენ ადგილობრივები.
ამ დროისათვის ასპინძა-ახალქალაქის ცენტრალური გზა გაწმენდილია და მოძრაობა თავისუფალია.