სამცხე-ჯავახეთში 162 სასტუმრო და განთავსების სივრცეა
2024 წლის 1-ელი მაისის მდგომარეობით, საქართველოში 2 801 სასტუმრო და განთავსების მსგავსი საშუალებაა აქტიური. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულიდან 782 სასტუმროს სივრცეში განთავსებულია რესტორანიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე მეტი სასტუმრო აქტიურია თბილისში, აჭარასა და იმერეთში. სამცხე-ჯავახეთში კი 136 სასტუმროა მოქმედი.
სასტუმროების გარდა, საქართველოში მოქმედებს 409 მოკლევადიანი განთავსების სივრცე. ამ შემთხვევაშიც, ყველაზე ბევრი ფუნქციონირებს თბილისში და მათი რიცხვი 138-ს შეადგენს, მეორე ადგილზეა აჭარა 86 დასვენებისთვის განკუთვნილი სივრცით და იმერეთი 48 ობიექტით. სამცხე-ჯავახეთში კი მხოლოდ 26 მოკლევადიანი განთავსების სივრცეა.