სოფელ მუსხის ხიდი დაზიანებულია და მოსახლეობას საფრთხეს უქმნის
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის ხიდის ზედა საფარი მთლიანად დაზიანებულია.
ხიდით ადგილობრივები ქალაქს უკავშირდებიან, ამიტომ გადაადგილება მოსახლეობისათვის საფრთხეს წარმოადგენს.
მუსხელები ამბობენ, რომ ხიდის საფარი უკვე ორი წელია დაზიანებულია, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას მისი შეკეთება ამდრომდე არ უცდია.
"ვითხოვთ, რომ დროულად შეაკეთონ, რამდენჯერმე პირუტყვი ჩავარდა ამოთხრილებში, ტრანსპორტსაც უჭირს გადაადგილება"-ამბობენ ადგილობრივები.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაშია "მეცხრე არხს" განუცხადეს, რომ პრობლემის შესახებ იციან. ხიდის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და რეაბილიტაციაც მალე დაიწყებენ.