სამცხე-ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ივნისს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში უდე, არალი, ბოლაჯური, დიდი სმადა, ყარათუბანი და მიმდებარე სოფლებში, ასევე აბასთუმანში და მიმდებარედ;
ელექტროენერგია შეეზღუდებათ, 12:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში მზეთამზე, ტიმოთესუბანი, მიტარბი, კიმოთი და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ბაკურიანში თავისუფლების ქუჩაზე; 13:00-დან 18:00 საათამდე კი ისევ, ბორჯომის სოფლების აბონენტებს ჩითახევში, დვირში, ჭობისხევში და მიმდებარე სოფლებში შეიზღუდება;
14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ზიკილია, გიორგიწმინდა, მუგარეთი, თისელი, კლდე და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.