ჯოზეფ ბორელი: "თუ საქართველოს მთავრობა იმავე გზას გააგრძელებს ევროკავშირის კარი დაიკეტება"
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
როგორც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, ის მინისტრებს შესთავაზებს სიტუაციის ანალიზს და წინადადებებს ევროკავშირის საპასუხო ზომების შესახებ.
ბორელის თქმით, საუბარია როგორც მოკლე, ისე საშუალოვადიან ზომებზე, რომელთა შორისა ევროკავშირის სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში დახმარების შეჩერება, ასევე ფინანსური მხარდაჭერის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობას მიემართება.
„ერთი რამ ნათელია. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კარი ღიაა, მაგრამ თუ ხელისუფლება იმავე გზას მიჰყვება და გააგრძელებს, რასაც აკეთებს, კარი დაიკეტება და ქართველი ხალხი იწვნევს შედეგებს და დაზარალდება. ის, რომ ევროპული პერსპექტივა შემცირდება ან სულაც გაუქმდება — სერიოზულ რამეებზეა საუბარი. თუ ასე გაგრძელდა ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია არ იქნება“, — განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, დღეს არის საორიენტაციო დებატები და კონკრეტული გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ არის.