რა ღონისძიებებია ახალციხელობის დღესასწაულზე დაგეგმილი
30 ივნისს, წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღე საზეიმოდ აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ახალციხეში არაერთი სპორტული და კულტურული ღონიძიება გაიმართება, რომელიც დილის 10:00 საათიდან, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვით დაიწყება და ახალციხის ციხეზე ღონისძიებებით გაგრძელდება.
გთავაზობთ ღონიძიებების პროგრამას:
10:00 - 12:00 სადღესასწაულო წირვა წმინდა შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში
15:00 – 17:00 სპორტული გასართობი თამაშები - ნარდი, შაში, მკლავჭიდი
15:00 – 18:00 მხატვართა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
15:00 – 18:00 ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
15:00 – 18:00 ახალგაზრდული სივრცე: სამაგიდო თამაშები
16:30 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი,მერის სტიპენდიანტების დაჯილდოება და საპატიო ახალციხელების დაჯილდოება.
18:00 - საზეიმო კონცერტი, თემურ ყვითელაშვილი, მუსიკალური კომპოზიციები თემურ და რომა რცხილაძეები, კომპოზიტორ-შემსრულებელი ზაზა კილასონია, გიორგი ცხადაძე და ბენდი 4+2.
გამოვლინდებიან საპატიო ახალციხელები, ასევე მოხდება მერიის სტიპენდიანტების დაჯილდოვება, ახალციხელობის დღესასწაულს, ქართული ესტრადის მომღერლები და ფოიერვერკი დაასრულებს.