ადიგენში რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი დადეს
დაბა ადიგენში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის, 104-ე ბატალიონის რეზერვისტებმა სამხედრო ფიცი საზეიმოდ დადეს.
ახალი ქვედანაყოფი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის რეზერვისტებით დაკომპლექტდა.
ღონისძიებას რეგიონის ხელმძღვანელი პირები, ეროვნული გვარდიის უფროსი, ბრიგადის გენერალი რომან ჯოხაძე, სხვა სამხედრო პირები და რეზერვისტების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.
დღესვე, რეზერვისტებმა რვადღიანი სწავლების დროს მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების გამოვლენისათვის მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.
ფიცის დადების ცერემონიალი ღონისძიებით გაგრძელდა. მაყურებლის წინაშე ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები წარდგნენ.