ბოლო ხუთ თვეში, ახალციხეში ცხოველთა დაკბენის 187 შემთხვევა გამოვლინდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალურმა სამსახურმა, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს 2023 -2024 წლებში გაწეული საქმიანობების ანგარიში წარუდგინა. წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის ხუთი თვის განმავლობაში ცხოველების მიერ დაზარალებულების 187 შვიდი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, 110 პირი, პატრონიანი ცხოველით, ხოლო 77 მოხეტიალე ცხოველის მიერ დაკბენილი ან გაკაწრული იყო.
როგორც, სამსახურის ხელმძღვანელმა ნუგზარ კაპანაძემ სხდომაზე განაცხადა, ყველა დაზარალებულს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მისივე თქმით, დამკბენი ცხოველებიდან მოკვდა 4 ძაღლი და 3 კატა. თუმცა მკვდარ ცხოველებზე, "სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სააგენტოს" მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად, არცერთ მათგანს ცოფი არ აღმოაჩნდა.
,,ყველა დაკბენილ-დადორბლილ-დაკაწრულზე კეთდებოდა ეპიდკვლევა კონტროლდებოდა თითოეული დაზარალებულის ვაქცინაციის მიმდინარეობა" - აცხადებს ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელი ნუგზარ კაპანაძე.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, გასულ წელს ცხოველების მიერ დაკბენილი ან დაკაწრული იყო 465 პირი.