საზოგადოება
ახალციხის მუნიციპალიტეტში აბონენეტთა ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ცნობით, 10 ივლისს, 11:00 სთ-დან 14:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ახალციხის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ახალციხესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ღრელი, წყრუთი, ივლიტა, კლდე და წნისი.
„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ახალციხის გაზგამანაწილებელ სადგურში სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. პროექტის ფარგლებში ოდორიზაციის კვანძის სარეკონსტრუქციო სამუშაოები შესრულდება. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 10 ივლისს 11:00-დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ახალციხის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ ახალციხესა და ახალციხის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ღრელი, წყრუთი, ივლიტა, კლდე და წნისი.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გააზიარეთ :