სამცხე-ჯავახეთს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 2 509 000 ლარი გამოეყო
სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის, ფინანსთა სამინისტრომ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამცხე-ჯავახეთის ოთხ მუნიციპალიტეტს 2 509 000 ლარი გამოუყო.
უფრო კონკრეტულად, ადიგენის მუნიციპალიტეტმა 380 000 ლარი, ახალციხემ 1 185 000, ასპინძამ 500 000 და ბორჯომის მუნიციპალიტეტმა 444 000 ლარი მიიღო.
გარდა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებისა, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისათვის თანხა კიდევ ორმოცდაერთმა მუნიციპალიტეტმა მიიღო. ჯამში ამ მიზნისთვის ფინანსთა სამინისტრომ 104 877 000 ლარი გამოყო.