ბორჯომსა და ბაკურიანში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, გოგებაშვილის, რობაქიძის და მიმდებარე ქუჩებზე; აგრეთვე ლიკანსა და ლარებში;
13:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, ცხრაწყაროს, ცეკავშირის, წერეთლის, 25-იანების, მიტარბის და მიმდებარე ტერიტორიაზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.