პარაპლანით ფრენის რეგულირების წესში ცვლილებები შევიდა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, პარაპლანის ფრენის რეგულირებაში ცვლილებები შევიდა.
დადგენილების მიხედვით, პარაპლანით ფრენის რეგულირების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/ კატეგორიის გაცემის, შეჩერებისა და გაუქმების და პარაპლანის ვარგისობის დადგენის განმახორციელებელ პირად, 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ა(ა)იპ − საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია განისაზღვრება.
აღნიშნული ცვლილება პარაგლაიდინგის ფედერაციისთვის უფლებამოსლების ერთი წლით გახანგრძლივებას გულისხმობს.
ცვლილებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს, რომლის თანახმადაც დადგენილება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.