სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება (R)
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, რაზმაძის, რობაქიძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ლიკანში;
ასევე, ელექტროენერგია შეიზღუდება 11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:00 საათამდე კი აბონენტებს ბაკურიანში კოხტას ძირის, 25-იანების, გეოლოგების, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.