გაიღე სისხლი ლალი აბუთიძის გადასარჩენად - ახალციხეში სისხლის ბანკი ჩამოვიდა
სამი შვილის დედას ლალი აბუთიძეს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. დღეს, საზოგადოებას მისთვის დახმარება სისხლის დონაციით შეუძლია. ასპინძის ქუჩის ჩასახვევთან, ზრადსრულთა განათლების ცენტრში სისხლის ბანკი დახმარრების მსურველებს ელის.
37 წლის ლალის ზურგის ტვინზე მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინდა. ტომოგრაფიის მიხედვით, ხერხემლის ფიზიოლოგიური ნადრეკები შენარჩუნებულია. გულმკერდისა და წელის არეში სეგმენტები არის გაღრმავებული.
ჩატარებული კვლევების მიხედვით, ხერხემლის მალებისა და მენჯის ძვლების ორივე მხარეს, ლავიწის, ნეკნების, ბარძაყის ძვლების, მულტიფოკალური მეორადი ნეოპლაზური დაზიანების მ.რ ნიშნები დაუდგინდა.
შექმნილი ვითარების გამო, ლალის სასწრაფოდ ესაჭიროება თურქეთში გადაყვანა სამკურნალოდ. სამწუხაროდ ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხა არ გააჩნია.
სწორედ ამიტომ, საზოგადოებისგან გაღებული თითოეული თეთრი ლალისა და მისი ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ქვემოთ მითითებულ ანგარიშებზე:
საქართველოს ბანკი:
#GE81BG0000000581229657
მიმღები და დალი აბუთიძე
პ/ნ 47001029223
თიბისი ბანკი:
#GE18TB7554345061100101
მიმღები შვილი საბა ჩოგოვაძე
პ/ნ 03101022662
ტელეფონი: 599992098.