სამცხე-ჯავახეთის აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება (R)
"ენერგო-პრო-ჯორჯია"-ს ინფორმაციით ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივლისს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომში მესხეთის, გოგებაშვილი, რობაქიძის, 300 არაგველის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ლიკანში;
11:30-დან 18:30 საათამდე კი აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ბარალეთი, კოთელია, ბალხო და მიმდებარე სოფლებში;
ელექტროენერგია შეეზღუდება 11:30-დან 15:00 საათამდე ახალქალაქის აღმაშენებლის, თუმანიანის, თავისუფლების, დემირჩიანის და მიმდებარე ქუჩებზე;
15:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში ვალე, არალი და მიმდებარეს სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.