ახალქალაქში ძაღლმა ორი ადამიანი დაკბინა
ახალქალაქში, ყოფილ პირველ სამხედრო დასახლებაში, მიუსაფარმა ძაღლმა ორი ადამიანი დაკბინა.
ინფორმაციას JNEWS-ი ავრცელებს, მათივე ინფორმაციით, ორივე დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება, ახალქალაქის საავადმყოფოში უკვე გაეწია, ჭრილობები დაუმუშავდათ და ინიექცია გაუკეთდათ.
ისევე, როგორც ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთში მიუსაფარი ძაღლების პრობლემა უკვე მრავალი წელია აქტუალურია. გამოვლენილია ძაღლისგან დაკბენის არაერთი შემთხვევაც.
"ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის" ინფორმაციით, ახალქალაქის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას პრობლემით არაერთხელ მიმართა, თუმცა თვითმმართველობისაგან მიიღეს პასუხად, რომ მათ მხოლოდ ცხოველების დაჭერა, სტერილიზება, დაჩიპვა და უსახლკარო ძაღლების უკან დაბრუნება შეუძლიათ.