24 ივლისს ბაკურიანში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს 12:40-დან 14:40 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში წაქაძის, კოხტის ძირის, თრიალეთის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.