25 ივლისს სამცხე-ჯავახეთის ნაწილს დენი გაეთიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივლისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხეში ხმალაძის, ყაზბეგის, ათონელის და მიმდებარე ქუჩებზე;
"ენერგო-პრო -ჯორჯიას" ინფორმაციით, 11:00-დან 12:30 საათამდე და 14:20-დან 16:50 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში დიდველის, კოხტის ძირის, თრიალეთის და მიმდებარე ქუჩებზე შეუწყდებათ ელექტროენერგია;
11:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, მამწვარა და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, ფერსა და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 17:00 საათამდე კი დენი გაეთიშებათ აბონენტებს ბორჯომში თორის, ნიკოლაძის, 300 არაგველის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.