ბაკურიანში აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივლისს 11:30-დან 12:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბაკურიანში აღმაშენებლის, ცხრაწყაროს, წაქაძის, დიდველის და მიმდებარე ქუჩებზე.
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.