უდეში, აივნის შეკეთებას, ნათესავების სიცოცხლე შეეწირა
ადიგენის სოფელ უდეში, აივნის შეკეთებას ბიძაშვილ - მამიდაშვილი შეეწირა. 60 წლამდე ასაკის მამაკაცები ახალციხეში ცხოვრობდნენ, თუმცა სოფელში სახლის შერემონტება დაიწყეს.
როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, ,,დანკრატით" ჰქონდათ აწეული აივანი, ალბათ სიმძიმეს ვერ გაუძლო და აივანი ჩამოიშალა. ესენიც ქვეშ მოყვნენ და ორივე დაიღუპა".
ადიგენის მერის განმარტებით, ორივე მამაკაცი აივანზე მიშენებულ სამზარეულოში რაღაცას აკეთებდა. გოჩა ქიმაძის თქმით, ორივე მათგანი ახალციხეში ცხოვრობდა და მათი ასაკი 50 - 60 წელია.
ცხედრებს ექსპერტიზა უტარდება, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.