30 ივლისს სამცხე-ჯავახეთის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 30 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 16:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს დაბა ბაკურიანში ცხრაწყაროს და მიმდებარე ქუჩებზე.
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდება აბონენტებს ქ. ბორჯომში მესხეთის, რაზმაძის, გოგებაშვილის, ხანძთელის, ვეფხვაძის, რობაქიძის, მერჩულეს, 9 აპრილის, 300 არაგველის ქუჩებზე, ლიკანში, სოფელ ლარებში.
11:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბარალეთი, კოთელია, ბალხო.
13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში რუსთაველის, ტაბიძის, გიორგი ბრწყინვალეს, თამარაშვილის, აღმაშენებლისა მიმდებარე ქუჩებზე, სოფლებში ჭაჭარაქი, ღრელი. 14:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ახალციხეში 9 აპრილის, ასპინძის ქუჩებზე.
15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, პატარა ხანჩალი, კატნატუ, სათხა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.