ბორჯომში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნება
დღეს, 31 ივლისს რეინჯერთა მსოფლიო დღეა. მასთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში სხვადასხვა ღონისძიებები მიმდინარეობს.
ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
რეინჯერთა მსოფლიო დღე ეძღვნება იმ ღვაწლის წარმოჩენას და დაფასებას, რომლებსაც რეინჯერები უნიკალური ბუნების დასაცავად გასცემენ. ასევე, ეს დღე ეძღვნება გარდაცვლილ რეინჯერთა ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შესწირეს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ბუნების დაცვაზე 500-მდე რეინჯერი ზრუნავს.