„ცენტრის არსებობა აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ - ელისო თათეშვილი
16:40 / 01.08.2024
„ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი“ ახალციხეში 2018 წლიდან ფუნქციონირებს. ცენტრი აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვებსა და მოზარდებს ქცევის მართვის თერაპიას სთავაზობს, ასევე ლოგოპედისა და ფსიქოლოგის მომსახურებას, რომელიც მათი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ბავშვთა და მოზარდთა ცენტრს, ამჟამად ოცამდე ბენეფიციარი ჰყავს, მისი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ელისო თათეშვილი გვეუბნება, რომ მომართვიანობა დიდია და მუშაობის გაგრძელებაც აუცილებელი, თუმცა პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ „რუსული კანონი“, რომელიც დღეიდან ძალაში შევიდა, რამდენად მისცემს ამის შესაძლებლობას არ იცის. ჯერ არც ის იცის, როგორ გააგრძელებს მუშაობას.
„ძირითადად უცხოური გრანტებით ვფინანსდებით და ყველაფერი საჯარო და გამჭვირვალეა. არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ ბავშვებისთვის ეს ცენტრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან აქ ყოფნა მათთვის არის თერაპია, რომელიც კვლევებზეა დაფუძნებული. ბევრი პროგრესი დავინახეთ ბენეფიციარებში, როგორც იცით ეს არის მდგომარეობა, რომელიც მათ მთელი ცხოვრება გაჰყვება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პატარა ასაკშივე იმ სირთულეების მოგვარება, რაც აქვთ. ამიტომ, თუ წყვეტა იქნება ეს უკან დაწევს ბენეფიციარების მდგომარეობას“ -გვეუბნება ელისო თათეშვილი. ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.
კანონი პირველი აგვისტოდან უკვე ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით, ის მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკულ განცხადებებთან ერთად, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ამოქმედდა სხვადასხვა სანქციები და ფინანსური შეზღუდვები, როგორც ევროპის ისე ამერიკის მხრიდან. საქართველოში კი პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, კანონის შეჩერების მოთხოვნით, რომელსაც სასამართლო დაახლოებით ერთი თვის ვადაში განიხილავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.