სამცხე-ჯავახეთის აბონენტების ნაწილს დენი გაეთიშება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 6 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 14:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს დაბა ბაკურიანში წაქაძის, ცხრაწყაროს, თრიალეთის, ლიანა გოგოლაძის, 9 აპრილის, მთის და მიმდებარე ქუჩებზე, კოხტაგორის, მზიური ველის, დიდველის მიმდებარე ტერიტორიებზე, სოფლებში დიდი მიტარბი, მიტარბი.
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, 12:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხანდო, აზავრეთი, ალასტანი, ვარევანი, გოკიო, თოკი, ვარგავი.
13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისჯვარი, ანდეზიტი, ტბა, წაღვერი, ცემი.
15:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს სადგერი, დაბა, ტბა, საკოჭავი, პატარა მიტარბი, ქ. ბორჯომში 9 აპრილის ქუჩაზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.