241 ათასამდე სრულწლოვანი მოქალაქე არც პასპორტს ფლობს და არც პირადობის მოწმობას
მიმდინარე წლის 23 ივლისის მდგომარეობით, ელექტრონულ პირადობის მოწმობას საქართველოს 3 305 212 მოქალაქე ფლობდა, საიდანაც 139 878 არასრულწლოვანი იყო. ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ პარლამენტის დეპუტატ თინა ბოკუჩავას კითხვის საპასუხოდ გაგზავნილ ინფორმაციაში.
ამავე მონაცემების თანახმად, საანგარიშო პერიოდში იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც პასპორტის გარდა სხვა მოქმედ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს არ ფლობდნენ, 447 794-ს შეადგენდა, საიდანაც 161 225 არასრულწლოვანი, დანარჩენი კი სრულწლოვანი იყო.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს 929 386 მოქალაქე არ ფლობს არც პასპორტს, არც ელექტრონულ და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას. აღნიშნული მოქალაქეების უდიდესი ნაწილი - 688 393 არასრულწლოვანია, დარჩენილი 240 993 კი სრულწლოვანი.
წყარო: ბიზნესპრესნიუსი