8 აგვისტოს ნინოწმინდაში და ბორჯომში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 8 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება 11:00-დან 18:00 საათამდე შეუწყდება აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, ოვსეპიანის, სპანდარიანის, რუსთაველის, პუშკინის, აივაზოვსკის, საიათნოვის, ბაღრამიანის, მარჯანიშვილის, პარუირ-სევაკის და მიმდებარე ქუჩებზე.
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, 12:00-დან 14:00 საათამდე - შუქი გაეთიშებათ აბონენტებს ქ. ნინოწმინდაში და სოფლებში ეშტია, სათხა, დიდი ხანჩალი, გორელოვკა, დილითი, ჯიგრაშენი, დიდი გონდრიო, დიდი არაქალი, ყულალისი, უჩმანა და მიმდებარე სოფლებში.
13:00-დან 14:00 საათამდე - აბონენტებს ქ. ბორჯომში თორის, ერეკლეს, პლატოს, გურამიშვილის, 9 აპრილის, გამსახურდიას, კოსტავა, ორბელიანის, დუმბაძის, გორკის, სადგერის, დიმიტროვის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.