საზოგადოება
სამცხე-ჯავახეთში აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან, ახალციხის 104-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის და ვეტერანთა კავშირის წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ახალციხის ცენტრალურ პარკში შეკრებილმა საზოგადოებამ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გაიხსენა 16 წლის წინ საქართველოში დატრიალებული ტრაგიკული მოვლენები.
ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა მამა იოანე გელაშვილმა.
2008 წლის აგვისტოს ომმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ექვსი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ მებრძოლთა მემორიალი და აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.
მთავრობის განკარგულებით, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის ფედერაციის მიერ, საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპული გმირების ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია სამცხე-ჯავახეთის ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე.
გააზიარეთ :