საზოგადოება
როგორ ავიღოთ საერთაშორისო მართვის მოწმობა
მომსახურების სააგენტომ „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ჟენევის 1949 წლის 19 სექტემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობის გაცემა დაიწყო.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა ერთი წლის ვადით, ეროვნული მართვის მოწმობის საფუძველზე.
„დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჟენევის კონვენციის წევრ ქვეყნებში.
ჟენევის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/oDUTR
მომსახურების სააგენტოს მიერ, ასევე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ ვენის 1968 წლის 8 ნოემბრის კონვენციით გათვალისწინებული საერთაშორისო მართვის მოწმობა გაიცემა, რომელიც მოქმედია 3 წლის ვადით.
დოკუმენტი მოქმედებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ვენის კონვენციის წევრ ქვეყნებში.
ვენის კონვენციის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/meBqd
საერთაშორისო მართვის მოწმობის მისაღებად საჭიროა დაინტერესებულმა პირმა მომსახურების სააგენტოში წარმოადგინოს:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ეროვნული მართვის მოწმობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გააზიარეთ :