ასპინძასა და ადიგენში ელექტროენერგია შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში ვარხანი, ბოლაჯურები, წახანი, საღრძე და მიმდებარე სოფლებში.
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, 12:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფელ ოშორაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.