საზოგადოება
სეტყვამ მოსავალი გაანადგურა ასპინძის სოფლებში
დღეს, 25 აგვისტოს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ მოსავალი გაანადგურა ასპინძის სოფლებში: ნიჯგორსა და ხერთვისში.
ადგილობრივების თქმით, მოსავლის დიდი ნაწილი განადგურდა, ძლიერმა ქარმა ხეებს ტოტები ჩამოგლიჯა და ელექტროსადენები დააზიანა ასევე სოფელ აწყურის მიმდებარედ, რის გამოც ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდა.
განადგურებულ მოსავალზე ჩივიან აწყვიტასა და ხიზაბავრაშიც.
გთავაზობთ სეტყვისგან მიყენებული ზარალის ფოტოებს, რომელიც ერთის მხრივ მკითხველმა მოგვაწოდა, ხოლო მეორეს მხრივ სოციალურ ქსელებში ვრცელდება.
გააზიარეთ :