ადიგენში და ნინოწმინდაში ელექტროენერგია შეიზღუდება(R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, მლაშე, გომარო, ზარზმა, ნამინაური, ღორთუბანი, დერცელი და მიმდებარე სოფლებში;
"ენერგო-პრო-ჯორჯიას" ინფორმაციით, 12:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდება აბონენტებს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ეშტია, თორია, ყაურმა, უჩმანა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.