რეგისტრაციისთვის 233 ორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის სამინისტროს
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ ტყეშელაშვილის განცხადებით, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა" რეესტრში რეგისტრაციისთვის 233 არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა.
როგორც მან ე.წ "რუსული კანონის" განხილვისას საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, ეს არის ამ დროის მონაცემები.ტყეშელაშვილის თქმით, ორგანიზაციებს ჯერ კიდევ აქვთ დრო, რომ მიმართონ რეესტრს რეგისტრაციისთვის.
შეგახსენებთ, რომ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი საქართველოში აგვისტოს დასაწყისში ამოქმედდა.
საკონსტიტუციო სასამართლოში კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერებასა და გაუქმებასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო. დღეს კი განახლდა განხილვები და სასამართლოში სარჩელების განხილვის პროცესში იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლობას უსმენენ.