2 სექტემბერს ადიგენში შუქი გაითიშება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 სექტემბერს 11:00-დან 12:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში დიდი სმადა, დიდი ზანავი, ჭელა, ნამინაური, ზედუბანი და მიმდებარე სოფლებში;
11:00-დან 18:00 საათამდე კი აბონენტებს ისევ, ადიგენის რაიონის სოფლებში დერცელი, კიკიბო, ქვაბიჯვარი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.