ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 31 აგვისტოს 23:00 სთ-დან 1 სექტემბრის 06:00 სთ-მდე ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზაზე მოძრაობა დროებით, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების გამო შეიზღუდება.
უფრო კონკრეტულად, სააგენტოს ინფორმაციით მოძრაობის შეზღუდვა მოხდება ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე.