საზოგადოება
„ახალქალაქობა 2024“ საზეიმოდ აღინიშნა
„ახალქალაქობა 2024“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. 960 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ცენტრალურ პარკში მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო გასართობ-შემეცნებითი სივრცეები, საბავშვო კუთხე და ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
პატარების განწყობაზე ზღაპრის გმირებმა და ანიმატორებმა იზრუნეს. მოეწყო ტრადიციული კულინარიის კუთხე, სადაც მისულ სტუმრებს ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია შეეძლოთ. „ახალქალაქობა“ კონცერტით, ცეცხლოვანი შოუთი და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
მოეწყო ტრადიციული კულინარიის კუთხე, სადაც სტუმრებს ადგილობრივი კერძების დეგუსტაცია შეეძლოთ. ადგილობრივი ანსამბლებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტის შემდეგ, მსმენელის წინაშე ლინდა ადამია და ჯგუფი 1/4 წარდგა. ღონისძიება ცეცხლოვანი შოუთი და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.
ქალაქის სახელობითი დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას მოქალაქეებთან ერთად დაესწრნენ სამცხე-ჯავახეთის და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების წარმომადგენლები.
გააზიარეთ :